„ერთგულად ემსახურეთ თქვენ მიერ არჩეულ პროფესიებს!“-​ მოლითის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
01-09-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ახალგაზრდები მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. მათ შორის არინ გრანტის მფლობელებიც.

წელს სკოლიდან სტუდენტები შემდეგი აბიტურიენტები გახდნენ:

  • მარიამ ყურაშვილი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი/ციფრული მარკეტინგის სპეციალობა/ 100%-იანი გრანტი;
  • თეონა კვინიკაძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი/სტომატოლოგია/50%-იანი გრანტი;
  • ანა კიკნაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/დაწყებითი განათლება;
  • ლიზა ღონღაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ქართული ფილოლოგია.

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

„გილოცავთ სტუდენტობას! წინ რთული და საინტერესო გზა გელით, გისურვებთ ყოველი წინაღობის გადალახვას და სასურველი მიზნის მიღწევას, ამით თქვენი წარმატებები არ სრულდება, წინ კიდევ უამრავი გელით! ერთგულად ემსახურეთ თქვენ მიერ არჩეულ პროფესიებს!“, -ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203