მუხურჩის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის 2022 წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. მათ შორის სამმა 50%-იანი გრანტი მოიპოვა.
სკოლიდან წელს სტუდენტები გახდნენ:
- ქრისტინე რუსია - სამედიცინო უნივერსიტეტი /50% გრანტი;
- ბარბარე ფოჩხუა - სამხატვრო აკადემია/50% გრანტი;
- გიორგი რუსია - კავკასიის უნივერსიტეტი/50% გრანტი;
- ლიზი ჯიქია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ანზორი ფოჩხუა - სოხუმის უნივერსიტეტი;
- დიმიტრი სიგუა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ნინო ფოჩხუა - ალტე უნივერსიტეტი.
სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებს.