„ნაყოფიერ სტუდენტობას ვუსურვებთ“- სპასოვკის N1 სკოლის დირექცია კურსდამთავრებულ მუხრან მიქელაძეს სტუდენტობას ულოცავს
01-09-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მუხრან მიქელაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და საქართველოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და ბედნიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„სკოლა ულოცავს ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეს და წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებს!“,- ვკითხულობთ მისაცლოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203