ლეღვანის საჯარო სკოლის ხუთივე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
01-09-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის ხუთი აბიტურიენტიდან ყველა სტუდენტი გახდა. მოსწავლეებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. მათ შორის, ერთმა 50%-იანი გრანტი მოიპოვა. ოთხი კი უფასო ფაკულტეტზე ისწავლის. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და მათ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203