„ვხარობთ და ვამაყობთ თქვენით!“ - ფცის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
01-09-2022

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

ეროვნულ გამოცდებს აბარებდა 12 კურსდამთავრებული აქედან 10 სტუდენტი გახდა. მათგან კი გრანტი სამმა აბიტურიენტმა მოიპოვა. ესენი არიან:

  • სანდრო ბერუაშვილი -70%;
  • ნუცა ოსაძე-50%;
  • ლიკა ოსაძე-50%.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

„ფცის საჯარო სკოლა ულოცავს მათ სტუდენტობას და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებს,  ვხარობთ და ვამაყობთ თქვენით!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203