„დაე, წარმატებული იყოს მათი არჩეული გზა“ - სახალვაშოს საჯარო სკოლის 7 კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა
01-09-2022

ედნარ დიასამიძის სახელობის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის 7-მა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. 

სკოლიდან წელს სტუდენტები გახდნენ შემდეგი აბიტურიენტები: 

  • თინათინ ფაღავა/ისტორია;
  • ანა შარაშიძე/ფილოლოგია;
  • სალომე დარჩიძე/მედიცინა;
  • ნანა დუმბაძე/ბიზნესის ადმინისტრირება;
  • მარიამ დარჩიძე/ინგლისური ენა ფილოლოგია;
  • თედო დუმბაძე/გემთმექანიკოსობა;
  • გიორგი აბაშიძე/გემთმექანიკოსობა.

​სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„ვულოცავთ მათ ამ წარმატებას. დაე, წარმატებული იყოს მათი არჩეული გზა ცხოვრებაში“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203