„მრავალფეროვან და წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ“- შაუმიანის N2 სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
01-09-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. 

აბიტურიენტები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

ქართული სექტორის კურსდამთავრებულები სწავლას შემდეგ უნივერსიტეტებში განაგრძობენ:

  • სალომე წულუხაძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი / ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია; 
  • ქრისტინე დრულევი -️ საქართველოს უნივერსიტეტი / სტრატეგიული კომუნიკაციები საქართველოს უნივერსიტეტი.
️რუსული ენის სექტორის წარმატებული აბიტურიენტებიდან ორმა სახელმწიფოს სრული დაფინანსება მოიპოვა.

  • კიმა კარამიანი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი / 100%;
  • სუსანა იგიტიანი- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი / 100%;
  • ანაიდა კარაპეტიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • კაროლინა აკოპიანი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  • გიორგი რესტევანიანი - ერევნის მენეჯმენტის უნივერსიტეტი.
„ჩვენო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ უნივერსიტეტში ჩარიცხვას, მრავალფეროვან და წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203