ლიის თემის N1 საჯარო სკოლის 27 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა
01-09-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის 27-მა კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ახალგაზრდები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სახელმწიფო დაფინანსება კი მოიპოვეს შემდეგმა მოსწავლეებმა:

  • თირქია ანდრო - 100%;
  • ახალაია ნინო- 70%;
  • უბილავა გიორგი - 70%;
  • პაჭკორია თეკლე - 50%;
  • პაჭკორია თამუნა - 50%;
  • ლუკავა ეკატერინე - 50%.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„სიამაყით მინდა გაგიზიაროთ ლიის N1 საჯარო სკოლის წარმატება, რომლის 27 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა, მათ შორის 9 ოქროსმედალოსანია და 100, 70 და 50-პროცენტიანი გრანტის მფლობელი. მთელი პედკოლექტივის სახელით ვულოცავ მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და ვუსურვებ წარმატებებს მომავალშიც!“,- აღნიშნავს სასწავლო ნაწილის გამგე მარინა ცხადია.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203