ტაბაწყურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - არტაკ მურადიანმა და ჰაიკ არუთუნიანმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მოიპოვეს
01-09-2022

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - არტაკ მურადიანმა და ჰაიკ არუთუნიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და 100%-იანი გრანტი მოიპოვეს. ახალგაზრდები სწავლას სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ ცხოვრებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203