2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები ცნობილია
02-04-2018
2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანება დღეს გამოაქვეყნდა.

რეგისტრაცია წელსაც 3 ეტაპად განხორციელდება:

I ეტაპი - 10 აპრილიდან - 27 აპრილის ჩათვლით

რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

• რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;

• რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;

• რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 30 აპრილიდან - 7 მაისის ჩათვლით.

II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 8 მაისიდან - 8 ივნისის ჩათვლით

რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი: II ეტაპის დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაცია. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2 ივლისიდან - 16 ივლისის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. 2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203