თბილისის N16 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ
01-09-2022

დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

ამასთან, სკოლის კურსდამთავრებულებს შორის არიან 100%-იანი გრანტით დაფინანსებული სტუდენტები, უმეტესობას კი 70%-იანი და 50%-იანი გრანტი აქვს მოპოვებული.

სკოლის ადმინისტრაციასა და პედკოლექტივს ახარებს თითოეული მათგანის წარმატება და საინტერესო სიახლეებით დატვირთულ მომავალს უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203