„გილოცავთ, მიღწეულ წარმატებას“- ბებნისის საჯარო სკოლის 9 აბიტურიენტიდან ყველა სტუდენტი გახდა
01-09-2022

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის 9 აბიტურიენტიდან ყველა სტუდენტი გახდა. 

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და საქართველოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ. მათ შორის ცირა ბერიკაშვილმა 50% -იანი გრანტი მოიპოვა.

სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის 9 კურსდამთავრებული, რომლებიც წელს სტუდენტები გახდნენ არიან:

  •  ცირა ბერიკაშვილი (გრანტი 50%);
  •  მარიამ ეკალაძე;
  •  ცისი კოჟორიძე;
  •  გულიკო ახალკაცი;
  •  ლევან გელაშვილი;
  • კახაბერ ბეთლემიძე;
  •  ანნა ვოსკანიანი;
  •  ლიკა მაისურაძე;
  •  მარიამ მეტრეველი.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„სკოლა გილოცავთ მიღწეულ წარმატებას. ბედნიერ და ლაღ ცხოვრებას გისურვებთ ჩვენო საყვარელო ბავშვებო!..“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203