
გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
მათგან, გიორგი ბეჟუაშვილი, 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის. მარიამ ვანიძე, ლუკა ტრაპაიძე, საბა გუდავაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფასო ფაკულტეტის სტუდენტები გახდნენ. შოთა ქარჩხაძე კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.
სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოება ულოცავს ახალგაზრდებს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი.