მუსხის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავენ
31-08-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები დიდი წარმატებით დაასრულეს. საამაყო აბიტურიენტები სასურველი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას და მომავალ წარმატებებს უსურვებენ.

„საამაყო და სასახელო მოსწავლეები ჩაირიცხნენ სასურველ უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებზე. კიდევ მრავალი წარმატებას გისურვებთ ბავშვებო“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. აბიტურიენტებმა უკვე იციან რომელ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ და აიღეს თუ არა გრანტი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203