„ვულოცავთ, თითოეულ მათგანს“ - ქვახვრელის საჯარო სკოლის 20 აბიტურიენტიდან ყველა სტუდენტი გახდა 
31-08-2022

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის 20 აბიტურიენტიდან ოცივე სტუდენტი გახდა. 

კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

მათ შორის, სალომე წიწიკაშვილმა მოიპოვა 100%-იანი გრანტი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირება), მათე გაბაშვილი -70%-იანი გრანტის მფლობელია, გიორგი ტურაშვილს სწავლა ასევე 70%-ით დაუფინანსდება, ლუკა აბრამიშვილმა კი 50%-იანი გრანტი დაიმსახურა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„ვულოცავთ თითოეულ მათგანს მომავალი წარმატებების სურვილით“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203