ქვემო სობისის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული სააქტო დარბაზით შეხვდება
2022-2023 სასწავლო წელი სულ მალე დაიწყება. საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლისთვის უკვე აქტიურად ემზადებიან, რათა ბავშვებს ცოდნის ტაძარში მეგზურობა გაუწიონ.საინტერესოა, რა სიახლეებით ხვდებიან მოახლოებულ წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლაში. ამის გასაგებად,
etaloni.ge სკოლის დირექტორს, სიმონ გიგაურს დაუკავშირდა.
როგორც დირექტორმა განაცხადა, მოსწავლეებს განახლებული სააქტო დარბაზი და სკოლის გალამაზებული ეზო დახვდებათ.
„სიახლე ის გვაქვს, რომ სკოლის სააქტო დარბაზი გავარემონტეთ და სკოლის ეზო ახალი ნარგავებით გავალამაზეთ. ვცდილობთ, მოსწავლეებს კეთილმოწყობილი გარემო დავახვედროთ. პირველ კლასში ექვსი მოსწავლე მოგვდის; ასევე, წელს პირველად გვეყოლება სსსმ მოსწავლე.
ტრადიციულად პირველკლასელთათვის სიმბოლურად იგეგმება განსაკუთრებული შეხვედრა, რადგან მათთვის სკოლაში პირველი დღეა და ვცდილობთ, ეს დაუვიწყარი იყოს. შევუქმნათ, ჯადოსნური გარემო და განწყობა, რათა სკოლაში წამოსვლა არასოდეს დაეზაროთ“, - აღნიშნა, დირექტორმა სიმონ გიგაურმა.