„15 სექტემბერს სასკოლო ზეიმს ვგეგმავთ“- ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან
31-08-2022
2022-2023 სასწავლო წელი სულ მალე დაიწყება. საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლისთვის უკვე აქტიურად ემზადებიან, რათა ბავშვებს ცოდნის ტაძარში მეგზურობა გაუწიონ.

საინტერესოა, რა სიახლეებით ხვდებიან მოახლოებულ წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში. ამის გასაგებად, etaloni.ge სკოლის დირექტორს, ქიშვარდ გორგოშაძეს დაუკავშირდა.

როგორც დირექტორმა, განგვიცხადა, სწავლის დასაწყებად უკვე აქტიური სამზადისია - პირველკლასელთათვის განკუთვნილი ბუკებიც მიიღეს და პატარებს სწავლის დაწყებამდე გადასცემენ.

„ახალი სასწავლო წლისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. 15 სექტემბერს სასკოლო ზეიმსაც ვაორგანიზებთ, რათა ცოდნის ეს დიდი დღესასწაული აღვნიშნოთ. სკოლაში ახალი სახელმძღვანელოები, რომლებიც დამატებით გვჭირდებოდა უკვე მივიღეთ, ასევე პირველკლასელთათვის განკუთვნილი ბუკები. მოუთმენლად ველით, რომ პატარებს ეს ბუკები გადავცეთ. წელს ჩვენს სკოლაში ათი პირველკლასელი შემოაბიჯებს“, - აღნიშნა დირექტორმა, ქიშვარდ გორგოშაძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203