„გილოცავთ, ცხოვრების ახალი ეტაპის წარმატებით დაწყებას“ - ჭივჭავის საჯარო სკოლის სამივე კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა 
31-08-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის 2022 წლის სამივე კურსდამთავრებული - ანა ჩეგიანი, შორენა გულბიანი, ალექსი ბაბლუანი სტუდენტი გახდა. კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები დაიმსახურეს და შესაბამისად, სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

ამასთან, ანა ჩეგიანმა 70%-იანი გრანტი მოიპოვა, შორენა გულბიანმა კი შიდა დაფინანსება. 

ალექსი ბაბლუანს რაც შეეხება, ის სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე გააგრძელებს. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

„სკოლა ულოცავს მათ ცხოვრების ახალი ეტაპის წარმატებით დაწყებას და უსურვებს უამრავ წარმატებას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203