ჭიათურის N7 სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
31-08-2022

ჭიათურის N7 საჯარო სკოლიდან წელს 13 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამასთან, ორმა მათგანმა - ნინო ბედინაშვილმა და მარიამ ღუღუნიშვილმა 50%-იანი გრანტი მოიპოვა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ, ნაყოფიერ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203