ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გვანცა გოგიტიძე უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხა
31-08-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის საამაყო აბიტურიენტმა, გვანცა გოგიტიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები დიდი წარმატებით დაასრულა.

სასახელო კურსდამთავრებულმა 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. გვანცა სწავლას, კავკასიის უნივერსიტეტში განაგრძობს.

სკოლა აბიტურიენტს წარმატებულ სტუდენტობას და მიღებულ შედეგს ულოცავს.

შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203