ქვაციხის საჯარო სკოლის 2022 წლის სამივე კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა
31-08-2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის სამივე კურსდამთავრებულმა - ლევან ბიწაძემ, სალომე ჩაფიძემ და მირანდა მოდებაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და წელს სტუდენტი გახდა. მათგან ორი - ლევან ბიწაძე და სალომე ჩაფიძე უმაღლეს სასწავლებელში 50% - იანი სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლის. მირანდა მოდებაძე კი საქართველოს უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ ცხოვრებას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203