
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და ახალგაზრდებს ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებენ.
„დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის 2021-2022 წლის კურსდამთავრებულებს გილოცავთ სტუდენტობას. სკოლა ამაყობს თქვენით, რადგან გვჯერა, რომ თქვენ ის ახალგაზრდები ხართ, რომლებიც არ დაივიწყებთ მთავარ მისიას - ისწავლით, განვითარდებით და ემსახურებით სამშობლოს!
კიდევ ერთხელ გზას დაგილოცავთ, ახალი მიზნებისა და პროფესიული განვითარების გზაზე წარმატებებს გისურვებთ. მუდამ გვიგულეთ თქვენს გვერდით!“,-ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი.