„სტუდენტობას გილოცავთ ჩვენო საამაყოებო!“ - ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტებში წარმატებით ჩარიცხვას ულოცავს
31-08-2022

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

  • წარმატებული კურსდამთავრებულები არიან:

    გიორგი გამგებელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი /მათემატიკა/70%-იანი გრანტი.
  • თაკო გამგებელი - სამედიცინო უნივერსიტეტი/50%-იანი გრანტი;
  • დაჩი ონიაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/ფსიქოლოგია;
  • ნინი გამგებელი - კავკასიის უნივერსიტეტი/მენეჯმენტი;
  • გვანცა ონიაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/დაწყებითები;
  • ელენე ჩიტაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/ისტორია;

სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებს. 

„ყველას გილოცავთ სტუდენტობას ჩვენო საამაყოებო!“- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203