კუხის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს - ანი დავაძესა და ქეთი რთველაძეს სტუდენტობას ულოცავენ
31-08-2022

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ანი დავაძემ და ქეთი რთველაძემ ​ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხნენ. 

ანი დავაძე და ქეთი რთველაძე სწავლას ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებენ. ანი ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. ქეთი კი სამართლის ფაკულტეტზე ისწავლის. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203