ჩაქვის N1 სკოლის აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს - 10 კურსდამთავრებული უნივერსიტეტში გრანტით ისწავლის
31-08-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. მათ შორის ორმა კურსდამთავრებულმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა, სამი უნივერსიტეტში 70%-იანი დაფინანსებით ისწავლის, ხუთს კი სწავლა 50%-ით დაუფინანსდება.

გრანტი მოიპოვეს შემდეგმა კურსდამთავრებულებმა: 

  1. ნინი დავითაძე 100%;
  2. ილია დოლიძე 100%;
  3. გიორგი თურმანიძე 70%;
  4. ინდირა ხოზრევანიძე 70%;
  5. ლიზი კაკაბაძე 70%;
  6. ილონა ჭაღალიძე 50%;
  7. გივი ბოლქვაძე 50%;
  8. მარი ჭეიშვილი 50%;
  9. მარიამ ბერიძე 50%;
  10. ელენე ქებულაძე 50%;

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ.

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ამ მაღალ შედეგს თითოეულ მათგანს და მათ მშობლებს. ასევე ყველა კურსდამთავრებულს, ვინც სტუდენტი გახდა წარმატებებს ვუსურვებთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203