ქობულეთის N6 სკოლის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა - დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავენ
31-08-2022

ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. სკოლის ყველა აბიტურიენტი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა, მათ შორის მოხვდნენ უფასო ფაკულტეტებზე და მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი. 

უნივერსიტეტებში სახელმწიფოს ნაწილობრივი დაფინანსებით ისწავლიან შემდეგი მოსწავლეები:

  • ლია ჯაფარიძე 70%;
  • ვასიკო სილაგაძე 50%;
  • ლანა ქატამაძე 50%;
  • საბა ბერანძე 50%.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ, ნაყოფიერ სტუდენტურ ცხოვრებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203