„გვეიმედებით“​- ძირულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები - მარიამ მაღლაკელიძე და მაია გელაშვილი უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ
31-08-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - მარიამ მაღლაკელიძემ და მაია გელაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში სრული სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხნენ. 

ორივე კურსდამთავრებული სწავლას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით გააგრძელებს. 

სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებს. 

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულის საჯარო სკოლის დირექცია მაია გელაშვილსა და მარიამ მაღლაკელიძეს ულოცავს სტუდენტობას და 100%-იანი გრანტის მოპოვებას. ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას გისურვებთ. გვიყვარხართ და გვეიმედებით“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203