„წარმატებას გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე“- გომის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
31-08-2022

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - სანდრო ბლიაძემ, ლილი გულიაშვილმა, ლუკა ლურსმანაშვილმა და გიორგი ღამბარაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ნაყოფიერ და ბედნიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს: სანდრო ბლიაძეს, ლილი გულიაშვილს, ლუკა ლურსმანაშვილს და გიორგი ღამბარაშვილს ვულოცავთ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას. წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203