თბილისის N67 სკოლის 8 კურსდამთავრებულმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა
31-08-2022

თბილისის N67 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. სახელმწიფო დაფინანსება 8 კურსდამთავრებულმა მოიპოვა. მათგან სამი 100%-იანი გრანტის მფლობელია, ერთს უნივერსიტეტში სწავლა 70%-ით დაუფინანსდება, ოთხი კი უმაღლეს სასწავლებელში 50%-იანი გრანტით ისწავლის. 

სკოლიდან სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს შემდეგმა მოსწავლეებმა:

  1. ნიკოლოზ მინდიაშვილი - 100%;
  2. ლუკა  ზარქუა - 100%;
  3. ილია იაკობიძე - 100%;
  4. ანა მუსერიზე - 70%;
  5. მარიამ ჭონქაძე - 50%;
  6. მარიამ გიგაშვილი - 50%;
  7. ალექსანდრე ლაცაბიძე - 50%;
  8. ნუგზარ დუმბაძე - 50%. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა შედეგები ახარებთ და მათ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203