„გვჯერა, ნაყოფიერად გამოიყენებთ ამ ლამაზ წლებს“ - დედოფლისწყაროს N1 სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
31-08-2022

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. მათ შორის ორმა სრული სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა, სამს სწავლა 70%-ით დაუფინანსდება, ხუთი კი 50-პროცენტიანი გრანტის მფლობელია. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა მიღწევები ახარებთ და მათ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

„გილოცავთ სტუდენტობას, ჩვენო საყვარელო კურსდამთავრებულებო. გვჯერა, ნაყოფიერად გამოიყენებთ ამ ლამაზ წლებს და იქნებით პროფესიონალები თქვენ მიერ არჩეულ პროფესიაში. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გვასახელეთ და გაგვახარეთ თქვენი მიღწევებით: ორი 100-პროცენტიანი დაფინანსება, სამი 70- პროცენტიანი, ხუთი - 50-პროცენტიანი. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ყველას სურვილების ახდენას გისურვებთ. წარმატებები იყოს თქვენი ცხოვრების მეგზური. გვიყვარხართ“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203