„ვამაყობთ და დიდი სიყვარულით ვულოცავთ ამ წარმატებას“- ბოგვის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ
31-08-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ბოგვის საჯარო სკოლის 2021/2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა - გიორგი აბულაძემ, გიორგი დარჩიაშვილმა, მაკა ნიკოლაიშვილმა, ნონა დალაქიშვილმა, ბექა კრიალაშვილმა, გიორგი ნონიაშვილმა, ნიკა მეგულაშვილმა და ბექა ჯაშიაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უნივერსიტეტის, სასურველი ფაკულტეტების სტუდენტები გახდნენ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ ცხოვრებას უსურვებენ. 

„ბოგვის სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ამაყობს და დიდი სიყვარულით ულოცავს მათ ამ წარმატებას და უსურვებს ბედნიერ სტუდენტურ წლებს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203