„სკოლა ამაყობს მათი მიღწევებით“ - დაბა ქედის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ
31-08-2022

ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის 22-მა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

მათ შორის, 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა ნინელი მახაჭაძემ ​(შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ინგლისური ფილოლოგია). გიგი მახარაძე კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში (სამოქალაქო ინჟინერია) სწავლას 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით გააგრძელებს. 

ასევე, სკოლის სასახელოდ, აღსანიშნავია, რომ ამავე სკოლის კურსდამთავრებული, ლაშა შავიშვილი, ამერიკულ უმაღლეს სასწავლებელში გრანტით ჩაირიცხა და სწავლას ბულგარეთში კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე აგრძელებს.

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ და კურსდამთავრებულებს ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

„ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულთა მიღწევებით და შედეგიან, საინტერესო, პროდუქტიულ სტუდენტურ ცხოვრებას და წარმატებულ მომავალს უსურვებს მათ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203