დიოკნისის საჯარო სკოლის ორი კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებელში 50%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა
30-08-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა. სამი კურსდამთავრებულიდან ორმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხა. მესამე კურსდამთავრებული კი შეიარაღებულ ძალებში წავიდა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) დღეს, 30 აგვისტოს გახდა ცნობილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203