ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე ბენიძემ აგრარულ ოლიმპიადაზე I ადგილი დაიმსახურა
30-08-2022
გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მე- 9 კლასის მოსწავლე ალექსანდრე ბენიძე ეროვნულ აგრარულ ოლიმპიადაში მონაწილეობდა. სკოლის სასახელოდ მეცხრეკლასელი მოსწავლეთა კატეგორიაში I ადგილის მფლობელი გახდა.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით გაიმართა. ოლიმპიადის ორგანიზატორები კი იყვნენ: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC), „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“ (ADA), USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
აღსანიშნავია, რომ ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2022-ის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ და ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ კარნერმა დააჯილდოვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს