ძმაგულის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
30-08-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - მუხრან მახარაძემ და დიანა მახარაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლა მუხრან მახარაძეს და დიანა მახარაძეს ულოცავს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სტუდენტობას. ვუსურვებთ წარმატებას“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) დღეს, 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203