დეხვირის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს
02-04-2018
დეხვირის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა გააერთიანეს დედის, ქალთა დღე და გაზაფხულის თემა და ლამაზი ღონისძიება გაუმართეს დამსწრე საზოგადოებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიების დღე დაემთხვა სკოლის პედაგოგის, პაშა ახველდიანის დაბადების დღეს.
მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებით და ცეკვით მიულოცეს მასწავლებელს დაბადების დღე და სტუმრებს გაზაფხულის დღესასწაულები.
„იყო ემოციური გამოსვლა, გულწრფელი სიტყვები და ღონისძიება, რომელიც ყველას დაამახსოვრდება“- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ღონისძიებაზე სტუმრებს სკოლის დირექტორმა ხათუნა ხეცურიანმა სიტყვით მიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“