დაბა ლაითურის საჯარო სკოლის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა, ლუკა გაზდელიანმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მოიპოვა 
30-08-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა, ლუკა გაზდელიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ, სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) დღეს, 30 აგვისტოს გახდა ცნობილი.

   
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203