„ვულოცავთ დიდი შრომის შედეგად მოპოვებულ წარმატებას“-„მომავლის ბიზნეს სკოლის“ ორივე კურსდამთავრებული უნივერსიტეტში სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხა
30-08-2022

„მომავლის ბიზნეს სკოლის“ 2021-2022 სასწავლო წლის ორივე კურსდამთავრებულმა - ქრისტინე სირდაძემ და ქრისტი ანაკიძემ ​ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

ქრისტინე სირდაძე სწავლას ​აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე 70%-იანი გრანტით გააგრძელებს. ქრისტი ანაკიძემ კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩააბარა და სახელმწიფო დაფინანსებით ქართული ფილოლოგიის განხრით ისწავლის.

სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და მათ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ.  

„მომავლის ბიზნეს სკოლას“ 2021-2022 სასწავლო წელს ჰყავს ორი კურსდამთავრებული - ქრისტინე სირდაძე და ქრისტი ანაკიძე. ორივე მათგანმა წარმატებით ჩააბარა სასურველ უმაღლეს სასწავლებელში. 

„მომავლის ბიზნეს სკოლა“ ულოცავს ქრისტინესა და ქრისტის დიდი შრომის შედეგად მოპოვებულ წარმატებას და უსურვებს ნაყოფიერ სტუდენტობას“,- ვკითხულობთ სკოლის ადმინისტრაციის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) დღეს გახდა ცნობილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203