ქვედა საზანოს N3 სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
30-08-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლისთვის 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა. წელს სკოლა 6-მა მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაგან ხუთმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და უმაღლეს სასწავლებელში სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ.  

„სკოლის პედკოლექტივი კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავს და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებს. დაე, ცოდნითა და კეთილი საქმით გამოდგომოდნენ ქვეყანას და ღირსეულად ჩამდგარიყვნენ ქვეყნის სამსახურში“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) დღეს, 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203