თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ
30-08-2022
თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა: ნანა ონიანმა, ნათია გულედანმა, თამარ ძიძიგურმა, მარიამ აფციაურმა და ლიზი ჩარკვიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
საამაყო აბიტურიენტები სასურველი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ წარმატებულ აბიტურიენტებს შორის სკოლის დირექტორის მოადგილის, ლუბა პაიჭაძის შვილიც გახლავთ, რომელის სკოლის წარჩინებული მოსწავლე იყო. ლუბა პაიჭაძე თითოეულ პედაგოგს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის და ახლა უკვე სტუდენტებს არჩეულ პროფესიებში წარმატებას ურუსვებს.
„ჩემი შვილი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. მე, როგორც მშობელი და როგორც დირექტორის მოადგილე მადლობას ვუხდი ჩემი სკოლის ყველა მასწავლებელს.
გარდა ამისა, მინდა გამოცდებში მიღწეული წარმატება ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს მივულოცო. აი, ისინი: ორი ექიმი - ნათია გულედანი, თამარ ძიძიგური, ისტორიკოსი - ნანა ონიანი, იურისტი - მარიამ აფციაური, და ფსიქოლოგი - ლიზი ჩარკვიანი.
აგრეთვე მადლობა მინდა ვუთხრა დაწყებითი კლასის მასწავლებელს, თინა წიკლაურს, რომელიც დამსახურებულ პენსიაზე გავიდა; მას ბავშვების წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის“, - აღნიშნავს ლუბა პაიჭაძე.
შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს