უჩხოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები - ნინო ბოლქვაძე და თამთა დეკანაძე სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ
30-08-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლის კურსდამთავრებულებმა, ნინო ბოლქვაძემ თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ჩააბარა, ხოლო თამთა დეკანაძე სწავლას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ და სტუდენტობა ულოცავენ. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) დღეს, 30 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203