აღაიანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები არიან:
- თათია ტალახაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ფსიქოლოგია;
- ლივია დავლაშრიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/საერთაშორისო ურთიერთობები;
- ზაქირა ზვიად-ოღლი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/ბიზნეს ადმინისტრირება;
- გურანდა ილურიძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი/სამართალი;
- გვანცა ოდოდსაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი/ფსიქოლოგია;
- ნანი ჯაჭვაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი /ბიზნეს ადმინისტრირება;
- ანი ილურიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი /დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
- ლიზი ოდოსაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და სტუდენტობას ულოცავენ.
„აღაიანის საჯარო სკოლა ჩვენს მოსწავლეებს წარმატებულ და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) დღეს, 30 აგვისტოს გამოქვეყნდა.