დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის 7-მა კურსდამთავრებულმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო გრანტი მოიპოვა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. სკოლის 7 კურსდამთავრებული სასურველ უმაღლეს სასწავლებელში სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხა.
წარმატებული კურსდამთავრებულები არიან:
- ანა კაზეიშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი /ინგლისური ენა (ინგლისურენოვანი)/100%-იანი გრანტი;
- ნინო ხარაბაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ ქართული ენა ლიტერატურა/100%-იანი გრანტი;
- ოთარ კაჭახიძე - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი / მედიცინა და რეაბილიტაცია/70%-იანი გრანტი;
- ანა ვაშაკიძე - კავკასიის უნივერსიტეტი/ინგლისური ფილოლოგია/50%-იანი გრანტი;
- ლუკა დევიძე- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/სამართალი/50%-იანი გრანტი;
- ლიზი ჩაჩუა- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ინგლისური ენა/50%-იანი გრანტი;
- ანა იგიშევა - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი/მედიცინის ფაკულტეტი/50%-იანი გრანტი.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ და სტუდენტობა ულოცავენ.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) დღეს, 30 აგვისტოს გამოქვეყნდა.