ბერძენაულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ
30-08-2022

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

მათ შორის სკოლის 4-მა კურსდამთავრებულმა (მარიამ მეარაყიშვილი 50%-იანი გრანტი, თამთა მარგველაშვილი 50%-იანი გრანტი, გიორგი ახალკაცი, გიორგი მარგველაშვილი (უფასო ფაკულტეტი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. ერთი კურსდამთავრებული ვიკა მარგველაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. გიორგი დავრაშელიძე და უჩა პარასკებაშვილი კი სწავლას საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გააგრძელებენ. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ და სტუდენტობა ულოცავენ. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) დღეს, 30 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203