წერეთელის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დასაწყებად აქტიურად ემზადება
26-08-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დასაწყებად ემზადება.

სამზადისში სკოლის დირექცია და პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულნი. სკოლის ყველა თანამშრომელს კარგად აქვს გაცნობიერებული უდიდესი პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე, ამიტომ სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის დასაწყებად ყველა პირობაა შექმნილი: განახლდა სკოლის ფასადი, დასუფთავებული და მოწესრიგებულია, როგორც სკოლის შიდა ისე გარე პერიმეტრი, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, სასწავლო ოთახები აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთითა და სასწავლო რესურსით.

მოსწავლეებს, როგორც ყოველთვის, სკოლაში უსაფრთხო, მოწესრიგებული და მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გარემო დახვდებათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203