ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაკვეთილი ბუნებაში მოისმინეს
30-03-2018
ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „კალოს გორა“ დალაშქრეს. სკოლის II კორპუსის მე-4 კლასის მოსწავლეებს კლასის დამრიგებელმა ლელა თაბუკაშვილმა გაკვეთილი ბუნებაში ჩაუტარა. მასწავლებელმა აღსაზრდელებთან ეკოლოგიურ პრობლემებსა და გარემოს მოფრთხილებაზე ისაუბრა.
„მოსწავლეებმა ისწავლეს თუ როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას და ტყე ხანძრისგან დაიცვან“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია