მეკეიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დასაჩუქრდნენ
24-08-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლის მე-9 კლასის წარჩინებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში კომპიუტერები გადავეცით. დიდი მადლობა სამინისტროს ასეთი კარგი პროგრამისათვის. წარმატებები ბავშვებო“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203