მახოს საჯარო სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგებს - ინეზა სეფერიძესა და ლელა გოგიტიძეს წამყვანი მასწავლებლობის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
24-08-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლის მასწავლებლები კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ინეზა სეფერიძემ და ინგლისური ენის მასწავლებელმა, ლელა გოგიტიძემ წამყვანი მასწავლებლობის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. 

სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგებს პროფესიულ წარმატებას ულოცავს. 

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ინეზა სეფერიძესა და ინგლისური ენის პედაგოგ ლელა გოგიტიძეს ულოცავს წამყვანი მასწავლებლობის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის შედეგები 18 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203