„ვულოცავთ და შემდგომ წინსვლას ვუსურვებთ“ - გორის N4 სკოლის პედაგოგებმა მასწავლებელთა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს
24-08-2022

გორის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლები კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მასწავლებლებმა - გოგი კუპრიაშვილმა, ლელა ლოთიშვილმა, თინათინ გორგიშელმა, მეგი კურტანიძემ, ეკატერინე კოპაძემ, ნინო ოქროპირიძემ, მარინე დათაშვილმა და მარიამ მერებაშვილმა მასწავლებელთა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. 

სკოლაში პედაგოგთა პროფესიული წარმატება ახარებთ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„გორის N4 საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის მასწავლებლებს გამოცდის წარმატებით ჩაბარებასა და სტატუსის ამაღლებას. შემდგომ წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებთ მათ“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203