ყელქცეულის საჯარო სკოლაში ექიმის კაბინეტი ეწყობა
24-08-2022
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში ექიმის კაბინეტი ეწყობა. 

ექიმის კაბინეტის მოწყობის სამუშაოებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. 

სიახლეს ყელქცეულის საჯარო სკოლა სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს. 

„სასიხარულო სიახლე! განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავალებით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს საჯარო სკოლის ექიმის კაბინეტის მოწყობის სამუშაოებს. მადლობა საჭირო და აქტუალური პროექტისთვის! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203